პოეზიის საერთაშორისო დღე

პოეზიის საერთაშორისო დღე

ისტორია

პოეზია ეს არის აზრისა და სიტყვის ხატოვნად გამოთქმის ხელოვნება, ეს არის მხატვრული მეტყველება  და რიტმული შემოქმედება, რომელიც ზეგავლენას ახდენს  გრძნობებსა და წარმოსახვაზე, შეუძლია განკურნოს ადამიანი.

პოეზიის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 21 მარტს. ეს დღე  1999 წელს დააარსა იუნესკოს 30-ე კონგრესმა. პოეზიის საერთაშორისო დღე პირველად იზეიმეს პარიზში 2000 წელს.

დღესასწაულის მთავარი მიზანია პოეზიის წყალობით შეინარჩუნოს გაქრობის პირზე მყოფი ენები, გააერთიანოს პოეტები მთელი მსოფლიოდან  და მისცეს მათ თვითგამოხატვის  შესაძლებლობა.

ამ დღეს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება ფესტივალები, ვიქტორინები, გამოჩენილი და დამწყები პოეტების  კონკურსები,  ტარდება ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიებები, მხატვრული კითხვა და წიგნების პრეზენტაციები.  

რუსული კულტურის ისტორიაში პოეზია ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა, ამიტომაც ამ დღეს რუსეთის მრავალ ქალაქში მრავალფეროვანი პოეტური აქციები  ტარდება. პანდემიის გამო წელს  ღონისძიებები გაუქმდა, მაგრამ პოეტებს საშუალება ექნებათ ონლაინ-ფორმატში აღნიშნონ ეს დღე და შეუერთდნენ დისკუსიებს პოეზიის შესახებ. ამ დღეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში , უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლებში ჩატარდება მეცადინეობები პოეზიის თემაზე.

ავტორი:
ქრისტინე რესტაკიანი
21.03.2020