კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს შემოქმედებით კლუბებში

ჩვენ გთავაზობთ ფართო სპექტრს კლუბებისა, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ახალგაზრდობის, ისე უფროსი თაობის შემოქმედებით განვითარებას. აქ  შეგიძლიათ ხელი მოკიდოთ   ფერწერას, შეისწავლოთ ლიტერატურა, მსახიობის როლი მოირგოთ ჩვენს თეატრალურ სტუდიაში. იმისთვის, რომ რომელიმე კლუბის წევრი გახდეთ, მობრძანდით ჩვენს ცენტრში და შეავსეთ სპეციალური განცხადება. ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც შემოქმედებითი განვითარება სურს.

თეატრალური კლუბი და სტუდია

თეატრალური კლუბი და სტუდია

,,აზბუკის’’ თეატრალური კლუბი  - ეს არის შესაძლებლობა,   პირველმა გაიგოთ  მომავალი სპექტაკლების შესახებ თბილისში!

თეატრის სამყარო გულგრილს არავის ტოვებს, განსაკუთრებით კი თუ საუბარია ა.ს. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის შესახებ. ჩვენი კლუბის ფარგლებში თეატრის ყველა მოყვარულს საშუალებას ვაძლევთ  ერთად შეიკრიბოთ ჩვენს ცენტრში. მონაწილეები განიხილავენ ჩატარებულ სპექტაკლებს, შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ ერთმანეთს და ერთად ესწრებიან წარმოდგენებს. 

ჩვენი კლუბი ღია არის ყველასთვის, ვისაც სურს ეზიაროს თეატრის ჯადოსნურ სამყაროს.

ლიტერატურული კლუბი

ლიტერატურული კლუბი

ლიტერატურული კლუბი- ეს არის ადგილი, სადაც იკრიბებიან  წიგნების სიყვარულით გაერთიანებული ადამიანები. კლუბის ფარგლებში  მოვაწყობთ ახალი წიგნების პრეზენტაციას, განხილვას, შეხვედრებს ავტორებთან ონლაინ-ფორმატში . გიწვევთ სიახლეების აღმოსაჩენად,  დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად და უბრალოდ, დროის სასიამოვნოდ გასატარებლად თანამოაზრეთა წრეში.

კინოკლუბი

კინოკლუბი

ჩვენი კინოკლუბის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს სიამოვნება მიიღოს არა მხოლოდ რუსული კინოს ისტორიის ცნობილი ფილმების ნახვით, არამედ მივიწყებული შედევრებითაც. აქ შეგეძლებათ განიხილოთ კინოს სიახლეები, ესაუბროთ მსახიობებსა და რეჟისორებს   შეხვედრაზე  ან ონლაინ ფორმატში.
 მნიშვნელოვანი მოვლენებისა და იუბილეების აღსანიშნავად ჩვენი კლუბი აწყობს  ფილმების ჩვენებას დიდ ეკრანზე. გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები, რათა არ გამოტოვოთ ჩვენი კლუბის  საინტერესო ღონისძიებები!

ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა

ისარგებლეთ უნიკალური შესაძლებლობით,  შეიცნოთ სამყარო წიგნების საშუალებით  შესანიშნავად შერჩეულ ჩვენს ბიბლიოთეკაში. აქ ადვილად იპოვით თქვენთვის  საინტერესო ნებისმიერ მასალას პოეზიის, ისტორიის, განათლების, მეცნიერებისა და სხვა მრავალ სფეროში. შერჩეული წიგნი შეგიძლიათ წაიკითხოთ  ფინჯან ყავასთან ერთად ჩვენს ცენტრში, სადაც სუფევს ლიტერატურული ატმოსფერო და გათვალისწინებულია ყველა პირობა დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.

გაეცანით ჩვენი ლიტერატურის სიას

დაგვიკავშირდით