ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღე

ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღე

კულტურა

ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღე არის ის დღე, რომელსაც მოუთმენლად ელიან წიგნის მოყვარულები. ეს ის დღეა, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს და უზარმაზარი დადებითი ემოციებით ავსებს ყველას. ამ დღეს მთელი ქალაქიდან თავს იყრის უამრავი ხალხი, რომელსაც ერთი ინტერესი გააჩნია, ესაა სიყვარული წიგნისადმი. მათი მიზანია განიხილონ ახლახანს წაკითხული წიგნი, გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. ასევე შესაძლოა უბრალოდ გაეცნონ საინტერესო ლიტერატურული გემოვნების მქონე ადამიანებს და რა თქმა უნდა, ხმამაღლა წაიკითხონ თავისი საყვარელი ნაწარმოები.

LitWorld- ის ინიციატივით 2010 წლიდან, ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად ტარდება მარტის პირველ ოთხშაბათს. დღესდღეობით, მსოფლიოს 65-ზე მეტმა ქვეყანამ აქტიურად მიიღო მონაწილეობა ამ აქციაში და მილიონზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა მას. კამპანიას სურს აჩვენოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ხმამაღლა საკუთარი გრძნობებისა და ისტორიების გამოხატვა და გაზიარება.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღე გახდა მილიონობით მკითხველის, მწერლის და მსმენელის გლობალური მოძრაობა. 2019 წელს, „კითხვის მსოფლიო დღე“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრაზა იყო, რომელიც ერთ-ერთ სოციალურ ქსელ Twitter- ზე ხალხისმიერ იქნა გამოქვეყნებული. მას აღნიშნავდნენ სტუდენტები მთელი მსოფლიოდან, ასევე ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან სარა ჯესიკა პარკერი და ჩელსი კლინტონი.

ყველა ბიბლიოთეკასა და ინსტიტუტს რომლებიც, კერძოდ, ბავშვებთან მუშაობენ, საშუალება აქვთ მიიღონ მონაწილეობა ამ აქციაში. ეს შეიძლება განხორციელდეს თქვენს დაწესებულებაში ხმამაღლა კითხვის დღის ორგანიზებით. ამ მოქმედების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბავშვებისთვის კითხვა გახდეს უფრო მიმზიდველი. ხმამაღლა კითხვა განვითარების ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და სასარგებლო სავარჯიშოა. სწორი მეტყველება ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რადგან ამის შედეგად მას შეუძლია მარტივად და ზუსტად გამოხატოს თავისი აზრი. ხმამაღლა წაკითხვით უმჯობესდება ინტონაცია და დიქცია. ასევე ფართოვდება სიტყვიერი მარაგი, რის შედეგადაც მეტყველების დეფექტები აღმოიფხვრება და იგი სწორ ფორმას მიიღებს. გენიალურმა ფრანგმა მწერალმა და ფილოსოფოსმა დენი დიდრომ თქვა: „ხალხი წყვეტს ფიქრს, როდესაც ისინი წყვეტენ კითხვას''.

ავტორი:
ქრისტინე რესტაკიანი
07.03.2020