თეატრის საერთაშორისო დღე

თეატრის საერთაშორისო დღე

კულტურა

ყოველწლიურად 27 მარტს მთელ მსოფლიოში აღინიშნება თეატრის საერთაშორისო დღე. ამ დღეს ზეიმობენ  თეატრის მოღვაწეები, თეატრალური ორგანიზაციები და უნივერსიტეტები, მოყვარულები, რომელთაც ესმით თეატრის მნიშვნელობა და აფასებენ თეატრალურ ხელოვნებას.

თეატრის საერთაშორისო დღე დაარსდა 1961 წელს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის  IX კონგრესის დელეგატების ინიციატივით იუნესკოსთან თანამშრომლობით.

ხელოვნება ყველა ჩვენგანის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად თავისი მრავალსაუკუნიანი ისტორიისა , თეატრს დრო არ აშინებს.

ამ დღეს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება თეატრალური ფესტივალები, იმართება პრემიერები, ეწყობა გამოფენები, სადღესასწაულო დადგმები და შეხვედრები მსახიობებთან.  ყოველ მონაწილეს ეძლევა საშუალება შეიხედოს თეატრის კულისებში, რაზეც ბევრი ბავშვობიდან ოცნებობს .

რუსეთში ყოველწლიურად იმართება აქცია ,, თეატრის დღე’’.

წელს, პანდემიასთან დაკავშირებით,  ღონისძიებები გადაიტანეს ონლაინ-ფორმატში. 

ონლაინ ღონისძიებებში მონაწილეობით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სპექტაკლების, კონცერტების, ექსკურსიებისა და ლექციების  პირდაპირი ტრანსლაციები. მიიღებთ სიამოვნებას და დადებით ემოციებს  თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნით სახლიდან გაუსვლელად!

ავტორი:
ქრისტინე რესტაკიანი
27.03.2020