წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე

წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე

ხელოვნება

14 თებერვალი არ არის მხოლოდ ვალენტინობის დღე, არამედ მშვენიერი დღესასწაულია ერთმანეთისთვის სხვა საჩუქრის გასაკეთებლად და წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ბრძნული საჩუქარია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვაჩუქოთ ჩვენს მეგობრებსა და ახლობლებს. ძველ დროს წიგნის საჩუქრად მიწოდება პატივისცემის გამოხატვის განსაკუთრებულ გზად ან სხვა ადამიანების გაცნობის ხერხად ითვლებოდა.

წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე 2012 წლიდან აღინიშნება წელიწადში ერთხელ და 30-ზე მეტ ქვეყანაში, მაგალითად ავსტრალიაში, ნიდერლანდებში, ინდოეთში, აშშ-ში და სხვ. ეს დღესასწაული აერთიანებს ყველას ვინც კითხულობს და გულთბილად უზიარებს საკუთარ წიგნებს სხვებს, რადგან წიგნები სიყვარულით უნდა იყოს ნაჩუქარი!

ამ ტრადიციის დამაარსებელია მინესოტას სკოლის ბიბლიოთეკარი ემი ბროდმური. ერთხელ მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა დაუსვა კითხვა თუ რატომ არ არის წელიწადში განსაკუთრებული დღე, რომელიც წიგნების ჩუქებას დაეთმობოდა. სწორედ ეს კითხვა გახდა ახალი იდეის წყარო.

აქციის დროს ბიბლიოთეკები, მუზეუმები და წიგნების მაღაზიები აწყობენ წიგნების კოლექციებს, ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა სახის კონკურსებს, მასტერკლასებს, ვიქტორინებს, შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან, მწერლებთან და მხატვრებთან, ასევე აწყობენ კონცერტებსა და მრავალფეროვან ღონისძიებებს. ასეთი ღონისძიებების ჩატარება შესანიშნავი შესაძლებლობაა წიგნის ყურადღების მიქცევისთვის არა მხოლოდ მოზრდილებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც. ასეთ საინტერესო და ორიგინალურ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება უამრავ დადებით ემოციას იწვევს!

წიგნის ჩუქების დღე შთააგონებს ხალხს ერთმანეთთან საინტერესო წიგნების გაზიარებას და გვაჩვენებს, რომ წიგნი დღემდე ითვლება აქტუალურ საჩუქრად და არ კარგავს თავის ძალასა და მნიშვნელობას ტექნოლოგიის განვითარების ეპოქაშიც კი!

მას, ვისაც აქვს სურვილი შეცვალოს თავისი შინაგანი სამყარო, ჩაიძიროს ჯადოსნურ წიგნში, არ დაკარგოთ დრო უქმად და შეუდექით ახლავე! გთავაზობთ ეწვიოთ ონლაინ წიგნების ვებ გვერდს, სადაც შეძლებთ საინტერესო წიგნების რუსულად წაკითხვას უფასოდ. გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე- https://knigi-onlain.ru/

ავტორი:
ქრისტინე რესტაკიანი
14.02.2020