ა.ს. პუშკინის იუბილე

ა.ს. პუშკინის იუბილე

ისტორია

26 მაისს (6 ივნისს)  დიდი რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის დაბადებიდან 211 წელი  სრულდება.
პოეტის დაბადების დღეს, როცა ბავშვის ტირილი პირველად გაისმა, მოსკოვში ყველა ეკლესიის ზარები რეკავდნენ. იყო სახალხო სეირნობა, ხალხი პავლე I   შვილიშვილის დაბადებას ზეიმობდა.  ეს დამთხვევაა? ქვეყნად არსებობს ასეთი შემთხვევითობები?

წელიწადნახევრის შემდეგ კი კიდევ ერთი დამთხვევა პუშკინების სახლში.

შეიკრიბნენ სტუმრები, ყველა ახალი, მე-19 საუკუნის დადგომას ელოდა. აქ იყვნენ მწერლები და პოეტები, აქ იყო ახალგაზრდა ჟუკოვსკიც. სწორედ მან ჩაიწერა ეს ამბავი.

ზუსტად შუაღამეს გაისმა საათის რეკვა. სტუმრები წამოდგნენ, ერთმანეთს ულოცავდნენ ახალ წელს, ახალ საუკუნეს. ხმამაღალმა საუბარმა და ჭიქების წკრიალმა  გააღვიძა პატარა ალექსანდრე, რომელსაც გვერდით ოთახში ეძინა. ის წლინახევრის იყო. ის საწოლიდან ადგა და ფეხშიშველმა კარი გააღო.  უამრავი სანთლის შუქმა თვალი მოსჭრა და ზღურბლზევე გაჩერდა. ბავშვისკენ ძიძა არინა, გაეშურა , მაგრამ ის ახალი საუკუნის ზღურბლზე გამოჩენით შეძრულმა  დედამ, ნადეჟდა ოსიპის ასულმა  გააჩერა. ბიჭუნა ხელში აიყვანა, მაღლა ასწია და აღფრთოვანებულმა გამოაცხადა-,, აი, ვინ გადმოაბიჯა ახალი ასწლეულის ზღურბლს!  აი,       ვინ      გაუთქვამს    მას      სახელს!’’ ეს იყო დედის წინასწარმეტყველური      სიტყვები.  ‘

პუშკინმა უკვე ორ ასწლეულს გადააბიჯა, ის ათასწლეულებსაც გადააბიჯებს. წინასწარმეტყველური იყო მისი მეგობრისა და დეკაბრისტის,  ვ. კიუხელბეკერის სიტყვები:  «იყავ ამაყი! შენი სწორი არავინაა, არავინ შენი თანატოლი -მგალობლებიდან: ვერ გაფერმკრთალებს შენ    წყვდიადი საუკუნეთა - შენი კლევრეტი      საუკუნოდ    დერჟავინია’’ .
 1829 წელს მეფის ნებართვის გარეშე  პუშკინი საქართველოს ეწვია და 30-ე  დაბადების დღეს თბილისში ჩამოვიდა, პუშკინს აღტაცებით შეხვდნენ. ბაღში შეკრებილნი იყვნენ ქართველი პოეტები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. მთელი ბაღი მორთული იყო ჩახჩახა ფანრებით. სავარძელი, რომელშიც პუშკინი იჯდა, ასწიეს და შემაღლებულ ადგილზე დადგეს. ყველა მათგან ჭიქით ხელში მიდიოდა პოეტთან და  როგორც შეეძლო, ისე  უხდიდა მადლობას ნაწარმოებებისთვის, რომლებმაც ასე დაამშვენეს ლიტერატურა.  პუშკინს სიხარულის ცრემლები  ჩამოსდიოდა და საპასუხო სიტყვა ასე დაასრულა : „არ მახსენდება დღე, როცა უფრო მხიარული ვიქნებოდი, ვიდრე დღეს. ვხედავ, როგორ ვუყვარვარ, ესმით ჩემი და მაფასებენ — და რაოდენ ბედნიერი ვარ ამის გამო!“
საქართველოდან გამგზავრებისას განაცხადა: ,,მომაჯადოვებელი მხარე! ჯადოსნური მხარე! რამდენი ჭეშმარიტი პოეზია შევიძინე და რამდენი მრავალფეროვანი შთაბეჭდილება მივიღე აქ!’’ . ,, არც რუსეთსა და არც თურქეთში დაბადებიდან არაფერი მინახავს ტიფლისურ აბანოებზე უფრო დიდებული’’. და ეს ორი კვირა, გატარებული საქართველოში ყველაზე ბედნიერი დღეები იყო!

პუშკინი დღესაც რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების უძვირფასესი ავტორიტეტია!

რამდენიმე საინტერესო ფაქტი .. პუშკინის შესახებ:
1) პუშკინს ერთი უცნაური ფობია ჰქონდა- ნეკა თითზე გრძელი ფრჩხილის მოტეხვის ეშინოდა და ამიტომ ყველა მოგზაურობაში თან მიჰქონდა ოქროს სათითე.
2) ახალგაზრდა პუშკინი მოხიბლული იყო ფრანგული ენით და ფრანგული პოეზიით, რისთვისაც თანატოლებისგან ზედმეტსახელი მიიღო: ,, ფრანგი’’.
3) თავისი მწარე ენისა  და ფიცხი ხასიათის სწყალობით  პუშკინმა მრავალ დუელში მიიღო მონაწილეობა, ერთხელ თავის უახლოეს მეგობართან, კიუხელბეკერთანაც კი, რომელმაც პოეტი დუელში  საწყენი ხუმრობისთვის გამოიწვია.  საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, რადგან სეკუნდანტებმა იარაღები ტყვიის ნაცვლად   შტოშით        გატენეს.
4) რადგან  ცოლი ნახევარი თავით მასზე მაღალი იყო, მაღალი საზოგადოების ღონისძიებებზე პუშკინი მასთან არ მიდიოდა, რომ სიმაღლეში ასეთი სხვაობა  თვალშისაცემი           არ       ყოფილიყო            სხვებისთვის.
5) ბანქოს მოყვარული პუშკინი ხშირად აგებდა მსხვილ თანხას.

ავტორი:
ქრისტინე რესტაკიანი
05.06.2020