რუსული ენის დღე

რუსული ენის დღე

ლიტერატურა

ყოველწლიურად  6 ივნისს  რუსეთში აღინიშნება  პუშკინის დღე.  2010 წლიდან ეს დღესასწაული გაერთიანდა კიდევ ერთ დღესთან- გაერთიანებული ორგანიზაციის მიერ დაწესებულ რუსული ენის საერთაშორისო დღესთან. ეს თარიღი შემთხვევით  არ არის შერჩეული, ამ დღეს დაიბადა ა.ს. პუშკინი - ყველასთვის კარგად ნაცნობი გენიალური რუსი პოეტი  და მწერალი. სწორედ ის ითვლება თანამედროვე ლიტერატურული რუსული ენის  ფუძემდებლად. 

რუსული ენა ყველაზე გავრცელებული სლავური ენაა. მოსაუბრეთა რაოდენობით მსოფლიოში მეექვსე ადგილზე.

რუსული ეს არის ენა, რომელზეც უამრავი ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებია შექმნილი. ოდითგანვე ითვლებოდა ერთ ერთ უმდიდრეს ენად. თავის სიყვარულს რუსული ენისადმი მრავალი პოეტი და მწერალი გამოხატავდა «როგორც სიტყვიერების მასალა, სლავურ- რუსული ენა უდავო უპირატესობას ფლობს  ყველა ევროპული ენის წინაშე » – ასე გამოხატავდა რუსული ენით თავის აღტაცებას დიდი რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინი.  

რუსული ენის დღეს ეწყობა ა.ს. პუშკინის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიებები, გამოფენები, კონკურსები, ვიქტორინები, ლექციები, სლავური ხალხური მუსიკის კონცერტები, სხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები.

წელს , პანდემიასთან გაკავშირებით, ღონისძიებები ჩატარდება ონლაინ ფორმატში, ბიბლიოთეკები, თეატრები, მუზეუმები და სხვა დაწესებულებები მონაწილეობას მიიღებენ  ღონისძიებების ორგანიზებაში და  მაყურებელს შესთავაზებენ სპექტაკლების ჩანაწერებს, კონცერტების ტრანსლაციებსა და ფილმებს.  გარდა ამისა, იქნება ვირტუალურ ექსკურსიებში მონაწილეობის მიღების საშუალებაც.

წელს დიდი რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის დაბადებიდან 221 წელი სრულდება. მოსკოვში  დიდი პოეტის დაბადების დღეს აღნიშნავენ  ა.ს. პუშკინის სახელმწიფო მუზეუმშიც, რომელიც ჩაატარებს პუშკინის მასშტაბურ   მარათონს. სანკტ-პეტერბურგში  პოეტის დაბადების დღეს ღონისძიებების სერიას ჩაატარებენ  ა.ს. პუშკინის მუზეუმში.

ავტორი:
ქრისტინე რესტაკიანი
05.06.2020