დიდი გამარჯვების დღე

დიდი გამარჯვების დღე

ისტორია

იმდენი ითქვა გამარჯვებასა და ომზე, რომ ძნელია ორიგინალური იყო. და თუ არის საჭირო? ეს მართლაც დიდი დღესასწაულია!

ტრადიციულად, ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვაკის პარკში აღინიშნება. ვეტერანები, საქართველოს მთავრობის წევრები და რიგითი მოქალაქეები მოდიან უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან რათა გვირგვინით შეამკონ იგი. 1981 წელს ვაკის პარკში აშენდა დიდების მემორიალური კომპლექსი. ეს არის შადრევნებისა და საფეხურების კასკადი. ქვედა ნაწილში დგას უცნობი ჯარისკაცის ძეგლი, ზედა ნაწილში კი 28 მეტრის სიმაღლის გამარჯვების ქანდაკება, ავტორია მოქანდაკე ოჩიაური. ამჟამად პარკში მიმდინარეობს რესტავრაცია. სწორედ აქ გადაასვენეს ქერჩში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ნეშტი.

არ შეიძლება ითქვას, რომ ომი არ შეეხო საქართველოს. თითქმის 700 ათასი წავიდა ფრონტზე, დაახლოებით 300 ათასი არ დაბრუნებულა. 90 ქართველს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავი.

ომის პირველივე თვეებში საბჭოთა კავშირის დასავლეთ რეგიონებიდან საქართველოში ევაკუირებული იქნა ათასობით დევნილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მათი საცხოვრებლით, საკვებითა და სამუშაოთი უზრუნველყოფა არ იყო ადვილი.

ეს იყო ომი არა მხოლოდ მათთვის, ვინც ფრონტზე იბრძოდა, არამედ ექთნების, ექიმებისა და რიგითი მუშაკებისათვის. დიდი სამამულო ომის პირველი დღეებიდან საქართველოში საავადმყოფოები განლაგდნენ, სადაც დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებს მკურნალობდნენ.

70-ზე მეტი საავადმყოფო გაიხსნა სანატორიუმებისა და სკოლების შენობაში. ექიმებთან ერთად, რიგითი მოსახლეობა და ბავშვებიც კი ზრუნავდნენ დაჭრილთათვის. სკოლის მოსწავლეები დაჭრილებს სტუმრობდნენ საავადმყოფოებში, აწყობდნენ კონცერტებს, უკითხავდნენ მათ, წერდნენ წერილებს.

ადამიანები მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ მშვიდობის ღირებულებას, როცა შეიტყობენ, რა არის ომი.

 

 




 

 

ავტორი:
ნატალია მოსინა
09.05.2021