პუშკინის უნიკალური სურათი თბილისში

პუშკინის უნიკალური სურათი თბილისში

ხელოვნება

თავისი შემოქმედებით პუშკინმა არა მხოლოდ რუსი, მსოფლიოს სხვა ხალხებიც  დაატყვევა.  დიდი პოეტის ძეგლი ორმოცზე მეტ ქვეყანაშია, მათ შორის საქართველოში, ბელგიაში, საფრანგეთში, სომხეთში, ინდოეთში, ჩინეთში და სხვ.

პუშკინის სიყვარული საქართველოსადმი განსაკუთრებული იყო, ამ სიყვარულით სავსეა  საქართველოსადმი პუშკინის მიერ მიძღვნილი ლექსები.

ქალაქ თბილისში ცხოვრობს საოცარი ქალბატონი, რომელიც უზომოდაა შეყვარებული  პუშკინის შემოქმედებასა და პოეზიაზე. მან თავისი ცხოვრების უამრავი წელი  მიუძღვნა  პოეტის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესწავლას, შედეგად კი გახდა პუშკინის შემოქმედების მცოდნე და ლექციებს კითხულობდა  მრავალ სასწავლო დაწესებულებაში.  საუბარია ისტორიკოსსა და პედაგოგზე, სახალხო მასწავლებლის წოდების მფლობელზე მარინა გრიგორის ასულ ნოვიკოვაზე.  

მას ბავშვობიდან უსაზღვროდ უყვარდა პოეტის შემოქმედება  და ამ სიყვარულს გამოხატავდა ნახატებით, რომელიც პუშკინის ზღაპრების სიუჟეტებზე იყო შექმნილი ცამეტი წლის ასაკში. მარინა ნოვიკოვამ დიდი წვლილი შეიტანა პუშკინის საზოგადოებაში  საქართველოში.  მას ეკუთვნის პოეტისადმი მიძღვნილი 24 მონოგრაფია, უამრავი ნახატი, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი სრულიად განსაკუთრებულია. ეს არის ნახატი, რომლის ხილვა ბევრის ოცნებაა.

შთამბეჭდავი ნახატის შექმნა 40 წლის წინ დაასრულა და მის შექმნაზე სამი წელი მუშაობდა! მასში ჩადებული სიყვარულით, სულითა და გულით თითქოს გააცოცხლა პოეტის სახე.  ნახატი საოცარია იმით, რომ ის შესრულებული  არ არის საღებავებით, მის შესაქმნელად გამოყენებულია სხვადასხვა მასალა: ხავერდი, ტყავი, დერმატინი, ფოლგა და ვარაყიც კი!  უნიკალურ ნაწარმოებზე გამოსახულია ა.ს. პუშკინი  მის მიერ  ლექსში «ზღვასთან იდგა მწვანე მუხა»  ზღაპრულად აღწერილი  ბუნების ფონზე, ასევე  სიუჟეტები მისი შემოქმედებიდან და ზღაპრებიდან.

უნატიფესად ნამუშევარი უზარმაზარი ტილო დიასახლისის მოკრძალებული ბინის კედელს ამშვენებს. ქალაქ თბილისის მრავალი მუზეუმი, სანკტ-პეტერბურგის მუზეუმები სთხოვდნენ მარინა ნოვიოვას გადაეცა ეს სურათი მათთვის, მაგრამ როგორც თავად ამბობს, როცა პუშკინი მის გვერდითაა, თავს მშვიდად გრძნობს.

ავტორი:
ქრისტინე რესტაკიანი
09.06.2020