სლავური დამწერლობისა და კულტურის დღე

სლავური დამწერლობისა და კულტურის დღე

კულტურა

სლავური დამწერლობისა და კულტურის დღე ყოველწლიურად აღინიშნება რუსეთში 24 მაისს. ამ დღეს  მოიხსენებენ წმინდა ძმებს -კირილეს და მეთოდეს- სლავ განმანათლებლებს, ქრისტიანობის  მქადაგებლებს, სლავური ანბანის შემქმნელებს.

წელს სლავური დამწერლობას  1157 წელი უსრულდება. პანდემიასთან დაკავშირებით ღონისძიებები ჩატარდება ონლაინ-ფორმატში. მაყურებლისთვის შედგენილია საინტერესო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს  კონცერტებს, მულტფილმებსა და ლექციების ჩატარებას  სლავური დამწერლობის თემაზე. 

ტელეარხი ,,სპასი’’  ჩაატარებს ონლაინ-მარათონს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პუბლიცისტები, მსახიობები, ჟურნალისტები და მწერლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.  ტელეარხი ,,კულტურა’’ აჩვენებს ამ თარიღისადმი მიძღვნილ თემატურ       დოკუმენტურ          ფილმს.
იგეგმება დღესასწაულში   ბიბლიოთეკების მონაწილეობაც. მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო საბავშვო ბიბლიოთეკა  გეგმავს,  გამოაქვეყნოს შემეცნებითი მასალები,            რომელშიც    აღწერილია            ანბანის          იშვიათი        გამოცემები.

ავტორი:
ქრისტინე რესტაკიანი
24.05.2020