რა ფერის არის შენი მატრიოშკა?

რა ფერის არის შენი მატრიოშკა?

კულტურა

გასულ კვირას, თბილისში, რუსული ენის ცენტრში გაიმართა კულტურული ღონისძიება - მატრიოშკის მოხატვის მასტერკლასი.

დღეს მატრიოშკა არის რუსეთის ერთ-ერთი კულტურული ატრიბუტი და დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, მაგრამ მისი წარმოშობის ისტორია საიდუმლოდ რჩება მრავალი შესაძლო პასუხით, რომელთაგან ყველაზე რეალისტურად ითვლება კავშირი იაპონური ღვთაების - ფუკუროკუძუს ფიგურასთან.

მატრიოშკას მუზეუმები მდებარეობს ნიჟნი ნოვგოროდში, კალიაზინში, ნოლინსკში, ვოზნესენსკში, სერგიევ პოსადსა და მოსკოვში.

თვითონ ფიგურები, როგორც წესი, რუსეთში სუვენირების მრავალ მაღაზიაში იყიდება და არა მხოლოდ იქ. მაგალითად, ლესელიძის გასწვრივ, სუვენირების მაღაზიაში დამხვდა ნაცნობი ფიგურა, რომელიც ცოტათი გამაოცა- ადგილობრივ სუვენირებს შორის ამოლაგებული იყო მატრიოშკები. ჩემს გაკვირვებაზე საპასუხოდ მივიღე შემდეგი განმარტება, რომ თბილისის სტუმრები დაინტერესებულნი არიან მატრიოშკით და სიამოვნებით ყიდულობენ მას.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღონისძიებამ ყველაზე ზუსტად გამოხატა ხალხის ინტერესი. რუსული ენის ცენტრ „აზბუკა“-ს დირექტორი, რესტაკიანი ქრისტინე კომენტარს აკეთებს ჩატარებულ ღონისძიებაზე: „გულწრფელად მოხარული ვიყავი, რომ ჩვენს ცენტრში ვხედავდი ბავშვების ბედნიერ და კმაყოფილ სახეებს, რომლებიც დიდი ინტერესით ხატავდნენ მატრიოშკას, მათი ფანტაზიითა და შემოქმედებითი აზროვნებით. ბავშვებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა უკეთ გაეცნოთ რუსული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოს - მატრიოშკას ისტორიას ”.



წყარო: https://pressunity.org/archives/5091?fbclid=IwAR15zYxHj4GBRW7EALtCkhUq0dvr7rKE9vEwvxXv1QcOkF9XuAnQZHsMGow
 

ავტორი:
ნინო სკვორცოვა
05.11.2020