დიდი გამარჯვება - ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილე

დიდი გამარჯვება - ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილე

ისტორია

დიდი გამარჯვება 75 წლისაა! 9 მაისი – დიდი გამარჯვების დღე. დღესასწაული, რომელიც გულგრილს არ დატოვებს ვერცერთ თქვენგანს. ამ საზეიმო დღეს, ხალხი იკრიბება, რათა პატივი მიაგონ ჯარისკაცებს, რომლებიც უშიშრად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის.

9 მაისი არის დღე, როდესაც დასრულდა ფაშისტურ გერმანიასთან ომი საბჭოთა ხალხის გამარჯვებით. ეს დღე ტრადიციულად ყოველწლიურად აღინიშნება, ტარდება სადღესასწაულო მსვლელობები, ალღუმები და კონცერტები. ეს ნათელი დღესასწაულია, რომელსაც სიხარულისა და სიამაყის გრძნობასთან ერთად, მწუხარება და სასოწარკვეთა ახლავს. გამარჯვების ნათელი მომავლისათვის მრავალმა ადამიანმა შესწირა თავი.

9 მაისი, გამარჯვების დღე, უქმედ არის გამოცხადებული და აღინიშნება დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყანაში. საქართველოში ამ დღეს ხალხი იკრიბება ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან. დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ასევე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უცნობი ჯარისკაცის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

წელს საზეიმო ღონისძიებისთვის არა მარტო რუსეთი, არამედ სხვა ქვეყნებიც ემზადებოდნენ. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ერევანში გახსნა გამოფენა, რომელიც ეძღვნება დიდი გამარჯვების იუბილეს. სამწუხაროდ, პანდემიასთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, ყველანაირი ღონისძიება გაუქმდა. რუსული გაზეთის თანახმად, ყველას, ვისაც სურს აღნიშნოს ეს ნათელი დღე, შესაძლებლობა ექნებათ პატივი მიაგონ მეომრის ხსოვნას და ეს დღესასწაული სახლიდან გაუსვლელად იზეიმონ.

ხალხს საშუალება ექნება მიიღონ მონაწილეობა აქციაში სახელწოდებით «უკვდავების პოლკი ხაზზე», სადაც ვეტერანებს მადლობას გადაუხდიან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილებით. 9 მაისს, 19 საათზე, რუსეთში ხალხს შეეძლებათ, გმირთა პორტრეტებით ხელში, აივნებზე გასვლა და წუთიერი დუმილის შემდეგ ერთეულად გამარჯვების სიმღერის შესრულება, რითაც უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავენ იმ მეომრების წინაშე, რომლებმაც წარმოუდგენელი ძალისხმევით გადაარჩინეს ხალხი.

ავტორი:
ქრისტინე რესტაკიანი
09.05.2020